ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის
კონვენცია
რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი
ქვემორე ხელმომწერი მთავრობები, რომლებიც არიან ევროპის საბჭოს წევრები,
ითვალისწინებენ 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ გაცხადებულ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას;
ითვალისწინებენ რა იმას, რომ ეს დეკლარაცია მიზნად ისახავს მასში გაცხადებულ უფლებათა საყოველთაო და ეფექტიანი აღიარებისა და დაცვის უზრუნველყოფას;
ითვალისწინებენ, რომ ევროპის საბჭოს მიზანია მის წევრებს შორის უფრო მეტი ერთიანობის მიღწევა და რომ ამ მიზნის მიღწევის ერთ–ერთი საშუალება არის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა და მათი შემდგომი განხორციელება;
კვლავ ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას იმ ძირითადი თავისუფლებებისადმი, რომელთაც ეფუძნება სამართლიანობა და მშვიდობა მსოფლიოში და რომელთა დაცვა საუკეთესოდ ხორციელდება, ერთი მხრივ, ეფექტიანი დემოკრატიული პოლიტიკითა და, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებათა საერთო გაგებითა და მათი უზრუნველყოფით, რასაც ისინი ემყარებიან;
როგორც მთავრობები იმ თანამოაზრე ევროპული ქვეყნებისა, რომელთაც აქვთ პოლიტიკური ტრადიციების, იდეალების, თავისუფლებისა და სამართლის უზენაესობის საერთო მემკვიდრეობა, შემართულნი არიან, გადადგან პირველი ნაბიჯები საყოველთაო დეკლარაციით გაცხადებულ გარკვეულ უფლებათა კოლექტიური განხორციელებისათვის, და
თანხმდებინა შემდეგზე:
მუხლი 1. ადამიანის უფლებათა პატივისცემის ვალდებულება
.jpg)
No comments:
Post a Comment